ნებიერიძე მურად
გაზიარება

*** "აღემატები სევდას, ბორიალს" ექსკლიუზივი

აღემატები სევდას, ბორიალს,
მონატრებას და მელანქოლიას _
თავს ვეღარაფრით ვშველი...
დამუფლებია: განცდა ნეტარი,
სული ჭიხვინებს _
ლურჯი კენტავრი,
სატკივარი მჭირს ძველი...
ელვა დაფერფლავს ათასთა გულებს
შენი თვალების
და შენ უგნურებს
გააცოფებ და შეშლი...
მე კი ვუმღერებ: შენს ლამაზ სხეულს,
სიცოცხლით თრობას _
სიყვარულს წყეულს,
რომ ვერ ვეხსნები დღემდი...

??????