ნებიერიძე მურად
გაზიარება

გზაჯვარედინი ექსკლიუზივი

შემომეფეთე...
შემოდგომის ყვითელ მოსასხამს
მიაფრენს ქარი...
შემომეფეთე...
რეტდასხმული ვთრთი და ვკანკალებ,
მზით გარუჯული
სრიალაა
ეგ შენი ტანი...
ოქტომბრის წვიმას მოთმინება
აღარ ეყოფა,
ჭირვეულობს და, სადაცაა,
დაიწყებს ღრიალს...
შემომეფეთე...
დღეის შემდეგ როგორ ვიცხოვრო,
ყვითელ ფოთლებზე
სიჭაბუკის ქარები ქრიან...
შემომეფეთე...
აღერილი მიხვალ,
მილაღობ,
ჩემგან გამორბის კენტავრის ლანდი...
შემომეფეთე...
როგორც სრულქმნა,
საგალობელი,
და ჩემი ნატვრის ახდენად მწამდი...
გულს რა დააცხრობს,
გაგლეჯილი გულიდან ჟონავს
სისხლი,
უსიტყვო სასოწარკვეთის...
კენტავრის მზერას ვერ გაურბი
და შენ ცახცახებ,
სიყვარულივით ბროლში ნაკვეთი...
შემომეფეთე...
დღეის შემდეგ როგორ ვიცხოვრო,
ყვითელ ფოთლებზე
სიჭაბუკის ქარები ქრიან...
ოქტომბრის წვიმას მოთმინება
აღარ ეყოფა,
ჭირვეულობს და,
სადაცაა, დაიწყებს ღრიალს...

??????