ოდიშარია გურამ
გაზიარება

*** "დილა და დილა იღვიძებს ბაღი" ექსკლიუზივი

დილა და დილა იღვიძებს ბაღი
მამულის ხმებით შუქმოიეფე _
ზღვისფერი ხმები,
სათიბების ბიბინა ხმები _ ჟამთაღმწერლები
თავკამკამა დღეებს იწყებენ.
ბაღს ერკინება ბგერის ხანძარი _ უსურვაზი
და ღელავს ერწოც.
შტომრავალ ბაღში უნათლო წყალია,
ქრიზანთემების თმები
და ბილიკი,
რომელსაც ძალუძს დაბრუნება,
რომელიც დახატეს
მომლოდინე თვალებმა.

??????