ხარაიშვილი გულნაზ
გაზიარება

საათი ექსკლიუზივი

წერას ვიწყებ ლექსის
ნახევარზე ექვსის
რომ გახდება შვიდი
ვარ საოცრად მშვიდი
ვერ გავიგე რაზე
მეძინება რვაზე
და არ ვიცი რისთვის
მეღვიძება ცხრისთვის
ნახევრამდე ათის
დრო უაზროდ გადის
რომ გახდება თეთმეტი
სახლში ვხდები ზედმეტი
დადგომამდე თორმეტის
ძებნაში ვარ მომენტის
როცა დაკრავს პირველი
დროა გასაკვირველი
დილამდე თუ შორია
ნიშნავს ღამის ორია
ნახევარზე სამის
ჭამას ვიწყებ რამის
რომ გახდება ოთხი
რამე შაყირს მოვთხრი
თუ ჩამოკრა ხუთმა
დამეწყება ხუთვა
ნახევარზე ექვსის
წერას ვიწყებ ლექსის.

??????