ჩიტიშვილი მანანა
გაზიარება

შვილისადმი ექსკლიუზივი

თუმცა იღბალი იმგვარად მთარსავს,
ბევრჯერ ჩამატყდა ხელში ჭინჭილა,
ნუ გეშინია, არ წავალ არსად,
ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.
შენ ჩემს სუყველა იარას შველი,
არა ტკივილი არ გეურჩება
და ვგრძნობ, რომ შენი პატარა ხელით
თვითონ სიცოცხლე მებღაუჭება.
ახლა ამ ზეცას მლოცველის მსგავსად
შევყურებ რწმენით, განა-იჭვითა...
ნუ გეშინია, არ წავალ არსად,
ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.

??????