ჩიტიშვილი მანანა
გაზიარება

აკვანი ექსკლიუზივი

მიტოვებული სოფლის სურათიდან)
ფერფლი წაჰყრია კერაზე ნახშირს,
გზად გადუვლიათ მაღალ ანწლებს და
უკარფანჯრებო შენეულ სახლში
ქარი ცარიელ აკვანს არწევდა.
ჯარაზე თეთრი ობობას ქსელი
და წვიმა მივსებს ფერად ჭინჭილებს
და ვეფერები მთრთოლვარე ხელით
აკვანზე შებმულ მძივს და ღინჭილებს.
ჩამქრალ ერდოებს ჭოტი უკივის
და კარს ჯვრის სახედ აკრავს ფიცარი
და მოძალადე თურქ-სელჯუკივით
გრძელ კიბეებზე არბის ჭინჭარი.
და როცა ბინდი დადგება გარეთ,
არსად კერიის შუქი არ ღვივის,
ღია ფანჯრიდან გადმოდის მთვარე
და შენს აკვანში წვება ბალღივით.
ფერფლი წაჰყრია კერაზე ნახშირს,
გზად გადუვლიათ მაღალ ანწლებს და
ღმერთო, რა ვნახე, შენეულ სახლში
ქარი ცარიელ აკვანს არწევდა.

??????