არაბული ბაღათერ
გაზიარება

მეუღლეს ექსკლიუზივი

ამღვრეულია უკვე ამინდი,
მხრებზე მოისხეს ნისლი ქედებმაც, _
ვერ მოგიტანე ქართლის მინდვრები,
ვერ ჩამოვკიდე ოთახს კედლებად...
ვერც ღამეული მთვარის ნათელი
გამოვამწყვდიე სახლის წყვდიადში
და ვერ აგინთე სანთლად ზამთარიც
თავის სიწმინდით და სიდიადით.
ამოვსებული ტალღების ბორგვით
ვერ დაგიფინე კართან ზეფირი,
ვერ მოგილალე ირმების ჯოგი,
ვერც ვარსკვლავები, როგორც შეგპირდი...
ამღვრეულია უკვე ამინდი,
მხრებზე მოისხეს ნისლი ქედებმაც, _
აყვავებული ქართლის მინდვრები
ვერ ჩამოვკიდე ოთახს კედლებად...

??????