დედის და ძმის ხსოვნას ექსკლიუზივი
თქვენთვის დამდგარა სხვა ჟამი, სხვა დრო,
მე როგორ გავძლო ახლა უთქვენოდ,
დედავ _ შენ ჩემო უთქმელო დარდო,
ძმაო _ შენ ჩემო ცრემლო უთქმელო...
არ შეგაკრთოთ და არ შეგაშინოთ
ბინდით ნაგებმა უცხო სამყარომ,
ძმაო _ შენ ჩემო ციხევ ჩაშლილო,
დედავ _ შენ ჩემო შუქო ჩამქრალო...
დღეს უხილველად და უსხეულოდ
თანა მდევთ მარტო რომ არ გამწიროთ,
ძმაო _ შენ ჩემო ბურჯო ძლეულო,
დედავ _ შენ ჩემო სახლო დაცლილო...