ავალიანი გივის ინტერვიუ
გაზიარება

ინტერვიუ გივი ავალიანთან 

კორესპოდენტი: ჯანაშია ნათია

- გამარჯობათ! რადგან საკუთარ თავთან კორესპოდენტ-რესპოდენტობას არ თანხმდება პოეტი - გივი ავალიანი, ვეცდები მე ჩამოვართვა ინტერვიუ და დარწმუნებული ვარ საინტერესო და შინაარსიანი გამოვა.

 

- პირველ რიგში ერთად გილოცავ სვეტიცხოვლობასა და მოწამეთობას,  ბედნიერება ყოფილიყოს შენი თანამგზავრი. როგორ ხარ?

გამარჯობათ. მადლობთ მოწვევისთვის. მეც გილოცავთ. მშვენივრად ვგრძნობ თავს, თქვენ როგორ გიკითხოთ?

- მეც ამინდივით მშვიდი ვარ, სჯობს შენობით ვისაუბროთ...ზოგი გივი ავალიანით გიცნობთ, სხვები გუდა უსამშობლოთი, რატომ , როგორ და რანაირად დაირქვი გუდა?

ისე, უბრალოდ. ლიტერატურულ პორტალზე დარეგისტრირებისას, სახელს და გვარს რამე ფსევდონიმის მაგვარი ვარჩიე. ჩემი ორი ტექსტიდან ორო სიტყვა ამოვიღე და ასე მივიღეთ გუდა უსამშობლო. თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გივი მქვია, გუდა თუ სხვა რამე. მთავარი ტექსტია, იმის გარეშე ვინ წერს მას.

- ალბათ ცოტამ თუ იცის, გარდა ლექსებისა რომელ სფეროში ხარ და ზოგადად რას მოღვაწეობ...

მოღვაწეობის რა გითხრათ, ეგ სიტყვა არ შემესამება(არ შევესაბამები). ჯერ კიდევ ვსწავლობ. ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის ხელმწიფო უნივერსიიტეტში . ამავდროულად ვარ ფონდ სოხუმის ფორუმ თეატრის მსახიობი. ვწერ ლექსებს, პიესებს, დღიურებს.

- ყველა ხელოვანი თავისებურად რთულია, ლექსები, რომლებსაც წერ, არის თუ არა მათში გუდა, თუ ქმნი სიტუაციებს და ასე ვთქვათ, გამოგონილ ისტორიებს გვაწვდი, დამეთანხმები ამასაც დიდი ნიჭი უნდა...

ძირითადი ხაზი რასაც წერის დროს მივყვები ხოლმე ჩემში მიმდინარე, ან უკვე მომხდარი მოვლენაა. რომლებსაც ემოციურად ვიმეორებ. მაგრამ მაქვს ერთი ასეთი ტექსტი (მეტი ახლა არ მახსენდება). სათაურით "ალი", საადაც საუბარია პიროვნებაზე, რომელიც ბავშვობაში გააუპატიურეს და  ჰომოსექსუალი გახდა. მას ხალხი ცემს და ა.შ თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ფაქტების არსებობას საქართველოში არ ვუჩივით და თავისუფლად შეიძლება გამოგონილი სიუჟეტი არც ვუწუდოთ.

- საინტერესო თემამდე მივედით, არ გვიკვირს ის, რომ საქართველოში დღეს უკვე მრავლად გვყავს ჰომოსექსუალები, ზოგი ავადმყოფად თვლის მათ, სხვები არანორმალურად შერაცხავენ,  ქვებს უშენენ და ა. შ. ზოგადად რა აზრის ხარ მათზე და თუ გყავს მეგობარი გადახრებით, გინდ გოგო, გინდ ბიჭი...

საჭირო კითხვაა... გაკვირვებით უკვე  აღარაფერია გასაკვირი. ჩემს ნაცნობ-მეგობრებს ალბათ გაუკვირდებათ (არ ესიამოვნებათ) მაგრამ მყავს, ჰომოსექსუალი და ლესბოსელი მეგობარიც და  არანაირი აგრესია არ გამაჩნია განსხვავებული ორიენტაციის  მიმართ.  ამაზე ჩემი თეორია მაქვს, ისევე როგორც იმაზე, თუ რატომ აქვს ხალხს უარყოფითი დამოკიდებულება ხალხს მათ მიმართ. მაგრამ ახლა არ ვიტყვი, ვიღაბცეი რომ არ გაღიზიანდნენ. თუმცა თუ ეცდები მათქმევინებ.

- რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ ვცხოვრობთ იმ საუკუნეში, ფარდააუხდელი დავტოვოთ რამე, გაგვიმხილე გუდასეული თეორია და აქვე მეც დავძენ, რომ შენი არ იყოს, მყავს მსგავსი მეგობრები და სულაც არ ვთვლი ამას ადამიანურ და ა.შ. ნაკლად

      მადლობთ მხარდაჭერისთვის (ვიღიმი). თუ რატომ ხდებიან - ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ, სიმართლე გითხრათ წერა მეზარება, საკმაოდ ვრცელი თეორიაა, რაც შეეხება აგრესიას ხდება შემდეგნაირი რამე. 
      დავუშვაათ აგრესია გამაჩნია მათ მიმართ  როცა შემთხვევა ჩამივამრდება შანსს არ ვუშვებ შეურაცხყოფის.  დასკვნა ასეთია, მე არაამქვეყნიური შიში მაქვს, იმის რომ სექსუალი ვიყო და იმის მაგივრად რომ ამ შიშს რამე მოვუხერხო, ჰომოსექსუალებს ვლანძღავ, ვცემ და ა.შ.

- საინტერესოა  "უმზეოდ არ არსებობს სიყვარული, უმზეოდ არც სევდა არსებობს." -შენი ლექსიდან ამონარიდმა გალაკტიონი გამახსენა ("უსიყვარულოდ" ), არსებობს პოეტი, რომლის ჩრდილქვეშაც მოქცეულხარ?

უნდა მოეგონებინა კიდეც, ეგ ფრაზა ხომ გალაკტიონის გადათამაშება, გადასინჯვა იყო. შენ კარგად იცი, პოსტმოდერნისტულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ამ ეპოქაში კი  "ყველაფერი მოსულა". (არ ვგულისხმობ პლაგიატს, თუმცა  ვისთვის როგორ) მე, როგორც ავტორს შემიძლია და უფლებაც მაქვს ნებისმიერი უკვე გამოყენებული ფორმის გამოყენების. ჩრდილქვეშ როგორც მეუბნებიან ადრე კი, ამ ბოლოს მსგავსი შენიშვნა არ მოუციათ. შენიშვნები კი ძალიან მიყვარს, განსხვავებით "ხოტბის პკურებისგან"

- მოდი, ვთქვათ ალალად და არა გამაღიზიანებლად, მით უფრო შენვე აღნიშნე "ყველაფერი მოსულა", ყველა სფეროშია შური, ფეხის დადება და ა.შ. შენ როგორ გგონია ვინ არის დღეს შენი კონკურენტი?

კონკურენციაზე არ ვფიქრობ. რაც უფრო ბევრი კარგი ავტორი იქნება, მით უკეთესი . აი მტერი კი ის არის, ვინც ცდილობს ჭაობში ჩამითრიონ. ვგულისხმობ ავტოორებს, რომლებიც დაუსრულებლად მეორდებიან, ავტორებს რომლებიც არ ცდილობენ საყოველთაოდ გამეფებული ფორმების და სტრუქტურების დაშლას, ახლის მიგნებას, ახალი შინაარსების და ა.შ უმრავლესობა მათგანი აპოლიტიკურია, რაც პრობლემაა. არ გაურკვევიათ მემარცხენეები არიან, თუ მემარჯვენეები. არ ვგულისხმობ პარტიებს . პოეტურ პოლიტიკაზეა საუბარი.

- მტრები საკუთარი თავის სიძლიერეს გვაჩვევენ...ხშირად კი ჩვენ ვხდებით ჩვენივე თავის მტერი,შენათან  რა შემთხვევაში ხდება ეს?

ჩემი თავის მარადიული მტერი ვარ.  მთავარია ჯანსაღი აზროვნება. აზროვნება უემოციოდ, რომ განვითარდე ადამიანი, რომ მოვლენათა რეალურ მიზეზს ჩაწვდე. ხანხან ჩემს თავს საქმის კეთებაში ხელს ვუშლი. ეს ხანდახან კი მეტნაკლებად ხშირად მიმეორდება ხოლმე და ჩემი თავი მაღიზიანებს.

- ასე ვთქვათ ზარმაცი ხარ  ისეთი ამინდებია, სითბო, კაი შავი ღვინო და გემრიელი ჩახუტება არ აწყენდა გუდას, ჰა, არ თქვა ახლა შეყვარებული არ ვარო...

ანუ მორიელი ვარ.    ახლა შეყვარებულთან ვარ თბილისში სტუმრად. რა ხდება და როგორ, ამის თქმა აუცილებელი არაა.  კვირას 10 თვის ვხდებით.

- წინასწარ გილოცავთ დაბადების დღეს  ვაფასებ რესპოდენტის ესოდენ გულახდილობას  სხვადსასხვა საიტებზე მოდაშია მიძღვნები, შენ არ უწერ საყვარელ ადამიანს ლექსებს თუ არ უთითებ, საჯაროდ, ადრესატს?

ჩემს ერთ ტექსტში შეიძლება იმდენი არსებული დამოკიდებულება იყოს გამოყენებული სხვადასხვა ადამიანების მიმართ, ლექსზე მეტი გამოვა, რომ ჩამოვწერო, ვინებს ეძღვნებათ. მხოლოდ შეყვარებულზე  მაქვს ერთი-ორი. თუმცა არა კონკრეტული დეტალებით. ანუ შენ რომ წაიკითხო, შეიძლება იფიქრო ჩემზეაო. (რომ არა წამძღვარება) არ მომწონს ავტორები თუნდაც კვირაში ერთხელ ერთ ლექსს რომ უძღვნიან ვინმეს. ლექსები ნელ-ნელა ტყუპისცალებს ემსგავსებიან.

- ჩვენში დარჩეს და ძალიან შემაჩვიეს მუზად ყოფნას  "ბედი იოლი საქმეა,
ნუ დაგეგმავ ოღონდ.
ბედი ხელში უნდა შემოგეწეროს."---შენ თუ წერ ხოლმე შენს ბედს?

მეწერება  მოკლედ საქმე რაშია, მე ვთვლი რომ ადამიანი ემოციებით უნდა იყოს აწმყოში, (თუ არ ხარ ე.ი პრობლემაა) ხოლო გონებით მომავალი უნდა გათვალოს. შემდეგ ამ გათვლას მიყვეს. ნუ დაგეგმავში ის იგულისხმება რომ ზოგი კი მიყვება მაგრამ სიამოვნებას ვერ იღებს, რადგან მათთვის შედეგია მთავარი, ანუ შედეგზე არიან დამოკიდებული. არადა როგორც გიტა ამბობს, "მთავარი არის აქტი და არა ფაქტი, ხოლო ვინც შედეგით წინასწარ ტკბება, ის ვერ ღებულობს |შედეგს".

- უშედეგო ცდებიც არსებობს... მეორედ მოსვლის გჯერა?

არა! უბრალოდ მეღიმება. ხალხს ათასნაირად აშინებენ. ფაქტია მეთოდები ამართლებს.

- ზოდიაქოთი რა ხარ? მორიელი?

თვით მორიელი, წლით გველი. ამბობენ გალაკტიონი, ირაკლი ჩარკვიანი და ილია მორიიელები იყვნენო. ჩემზე ამას არ იტყვიან, ხალხს არ დავამახსოვრდები  

- ეს ფორმალური თავმდაბლობაა თუ თვითდამკვიდრების ერთ-ერთი მეთოდი?  ჟურნალისტებს პირდაპირობას გვპატიობენ, როცა სხვა გზა მაინც არა აქვთ, რელიგიური ხარ?

ეს ისაა, რასაც ვფიქრობ, რაღაც მიზეზების და გამო. ხალხს პრიმიტივიზმი მოწონს, ხალხს სუფრაზე საკითხავი პოეზია მოწონს, ხალხს თავისნაირები მოწონს. ბოდიში, მე ასეთი ვერ ვიქნები. რათქმაუნდა გალაკტიონი და ირაკლი პრიმიტიულ ხელოვნებას არ აკეთებდნენ. ილიაზე სასაუბროდ კომპეტენცია არ მეყოფა.        უფლის ღრმად მწამს,  უბრალოდ (პირობითად) ცოდვას მაშინ ჩავდივარ როცა სინდისთან წინააღმდეგობაში მოვდივარ. მერე ვცდილობ არ განვიმეორო, განსხვავებით ბევრი  მორწმუნესაგან, ამას გავაკეთებ და მერე მოვინანიებო, რომ ფიქრობენ.

- შენ როგორი ხარ?

        ჩამჭრელი კითხვაა  მაგ საკითხზე დიდი ხანია ვმუშაობ, ჯერ არ დამიმთავრებია. თუმცა როგორვ ამ ინტერვიუმ უკვე აჩვენა, "თქვენ რომ გგონიათ ის არ ვარ, სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა" . ჩვენთან ურთიერთობა ადამიანზე  წარმოდგენებთან აქვთ და არა ადამიანთან, როგორიც სინამდვილეშია.
          ტუალეტში გავალ და მოვალ(ამას ალბათ არ წაშლი. პოეტებიც(თუ შეიძლება ასე მეწოდოს) დადიან ტუალეტში)) 

- მართალი ხარ, დადიან და თანაც მეფეებისგან განსხვავებით ლექსებსაც წერენ ზემოაღნიშნულ გარემოში  ვინ იცის, იქნებ მუზაც გეწვიოს 

აი,მოვედი.
ჩარკვიანი წერდა, მეც მქონია შემთხვევა. დრო ჭირდება ყველაფერს.

- არის მეორე მომენტიც, რომელსაც ვერ ავუვლით გვერდს, ადამიანზე წარმოდგენები იქმნება სწორედ ადამიანიდან გამომდინარე, ეს ჯაჭვური კავშირია...ვფიქრობ ინტერვიუ დასასრულისკენ უნდა წავიდეს, 
"შენს თვალებში დაჭერილი თევზები
სამ სურვილს არ მისრულებენ,
შენს თვალებში ოქროს თევზი არ ბუდობს." 
- ოქროს თევზი რომ არსებობდეს რას სთხოვდი?

ხო,მაგრამ წარმოდგენის შექმნაში უხეშად ვერევით ხოლმე.      სამი სურვილი მექნებოდა. 1) ვერცხლის თევზო, სასწრაფოდ ოქროსი გახდი, თორემ ხალხი საუკუნეა შეცდომაში შეგყავს თქო. 2) თინტერვიუ რომ ჩავწერეთ მე და ნაიამ, ნათია დაიფარე, რადგან თუ მე სილას გამაწნიან , სილითვე ვუპასუხებ, მეორე ლოყას კი იმას მივუშვერ, ვინც ცხოვრებაში დაინერგა პრინციპი " ნუ განსჯი და არ განისჯები" 3) ნათიას ერთი სურვილი აუსრულეთქო 

- გუდა, მეორე სურვილი სხვა აირჩიე, რადგან მეც იგივეს ვაპირებ  იშვიათია ასეთი გულახდილი რესპოდენტი, ხმამაღლა და ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე ვამბობ ამას, დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის, ყოველივე სიკეთე მემეტება შენთვის...მომავალ გულახდილობამდე!

ინტერვიუერმა მომიხსნა ყველა კომპლექსი  სასიამოვნო იყო ძალიან, მადლობ ამისთვის.                                                                              
აბა, შენ იცი.

 

ინტერვიუ აღებულია ნათია ჯანაშიას მიერ 

??????