ცირამუა ბადრი
გაზიარება

ალვები ექსკლიუზივი

აშოლტილები და კენარები,
დგანან ალვები ქარსაცავებად,
ვინ უწყის ასე მაღლებს, რამდენი
გამოვლილი აქვთ ტანჯვა-წამება;
სპარტელებივით დგანან მწკრივებად,
აშოლტილები, ატყორცნილები,
დასჯახებიათ ქარნი ყინვებად,
მკერდთ გადაუდით ქვეყნის წვიმები.
მაინც უდრეკად დგანან და დგანან,
მუდამ გვერდიგვერდ, მუდამ მარხულად,
ყველა გასაჭირს იტანენ წყნარად,
უთქმელად, მშვიდად და ვაჟკაცურად;
დაჭიმულები, როგორც სიმები,
აწვართულები და კენარები.
აშოლტილები, ატყორცნილები,
როგორც მცველები დგანან ალვები;
სულ მშფოთვარენი, სულ მღვიძარენი,
ღამის ნაფლეთებს ყრიან ჩრდილებად,
ასე ნაომრებს ნაგვიანევი,
რაში სჭირდებათ ჩემგან დიდება.
მაგრამ ეს გული აღარ მასვენებს,
მინდა ვიცოცხლო მეც მათნაირად, –
კენწეროებით ღრუბლებს გასწევენ,
ჩამოგიღებენ ღრუბელს დაირად.
მზაობ, ასეთი ბედისწერისთვის,
რომ იყო ფარი, რაც უფაროა,
ხარ ბედნიერი, რადგან ვერ იტყვი,
რომ ყველაფერი ეს ამაოა.

??????