თედორაძე დავით
გაზიარება

*** "შენ ხარ მგოსანი" ექსკლიუზივი

შენ ხარ მგოსანი და უკეთურებს
არ აძლევ ნებას, სული გათელონ,
გინდა ნუგეში სცე უბედურებს,
გინდა უშველო შენს საქართველოს.
შენ გავიწყდება, რომ ხარ უმწეო,
როცა მგლებივით ძრწიან მზაკვრები,
შენ შენთვის ცოცხლობ სადღაც, უმზეოდ,
სულს ბორკილივით ადევს საზღვრები.
გტკივა, ტკივილმა ლამის შეგშალა,
შენ გიხუჭავენ თვალებს გახელილს,
არ მოდრკე, ბიჭო, ერს და ქვეყანას
მაინც შერჩება შენი სახელი.
რა ვუყოთ, თუკი დღეს ხარ უმწეო,
დამიზნებული შუბლში ლულებით,
სხვისთვის მზეს ნატრობ, თავად უმზეო,
მოძულე ლიქნის და ავსულების.

??????