თედორაძე დავით
გაზიარება

დავითმა წარვლო ჭოროხი ექსკლიუზივი

დავითმა ხუფთით წარვლო
ჭოროხი და უგრძნეულოდ
დაეცა თურქთა.
'`ქართლის ცხოვრება"
როცა სული მთხოვს
ტყეს და მდინარეს,
როცა ქალაქში ვერ ვძლებ,
მოვინახულებ პირმომცინარეს –
ჩემს უძვირფასეს ერგეს.
დავითმა წარვლო ჭოროხი,
თურქს დაეცა და
თბილისს
მიბრუნდა გამარჯვებული,
როგორც ვარსკვლავი დილის.
აქ, ჩემს სოფელში,
ღმერთის ტოლს
მეფე-ბრძენს აუვლია,
ჭოროხი რიდით დამშრალა,
სხვა წყლებსაც დაუკლია,
ტყეს მოდებული ხანძარი
შებერვით ჩაუქრია.
სოფლის ამბავი უკითხავს,
ტაძარი აუგია,
ყმებთან წირვაზე დამდგარა,
სანთელი აუნთია.

??????