ზედვაკელ გიოს ინტერვიუ
გაზიარება

ინტერვიუ გიო ზედვაკელთან 

კორესპოდენტი: ჯანაშია ნათია
 
ლექსები, ლექსები და კიდევ ლექსები... თემა ლექსი... შეხვედრის ადგილი "ინტერვიუ ლექსის ავტორთან"... ავტორი? უნიჭიერესი ახალგაზრდა პოეტი, ის არა მხოლოდ კარგად წერს,ძალიან ემოციურად კითხულობს კიდეც...მოკლედ,რაღა ბევრი გავაგრძალო, დღეს ჩვენი სტუმარია, გიო ზედვაკელი.

- გიო, შენი მინი დოსიე:

დავიბადე ქ.ტყიბულში.1985 წლის 20 ივლისს
სწავლის პირველი ეტაპი:
მეექვსე სკოლა გიმნაზია.
მეორე:
საქართველოს სახ.აგრარული უნივერსიტეტი.
მოკლედ აქაც უნდა ვიხუმრო და ვარ ძალით ეკონომისტი...
ვწერ ლექსებს და ...
ვაკეთებ თითქმის არაფერს, რაც შეიძლება ასაღნიშნად ღირდეს.

- ბევრმა არც იცის შენი გვარი, რატომ დაირქვი მაინცდამაინც ზედვაკელი?

გეოგრაფიული ადგილის სახელწოდება,ზედვაკე, ანუ ზემო ვაკე-ჩემს მამულში...რატომღაც მომწონდა ბავშვობიდან, მეტი არაფერი

- ზედვაკელის მცირე ბიზნესი - როგორ ახდევინებდი ბებიას შენს ლექსებში ფულს?

ხო, რატომღაც ბებოს ეგონა რომ ძალიან ნიჭიერი შვილიშვილი ყავდა და მეხვეწებოდა, დროს ნუ აცდენ, წერეო. ეს სკოლის პერიოდია.
1 ლექსი 1 ლარი იყო..და დგეში მიგროვდებოდა კოლოსალური რაოდენობის სისულელე...
მერე ერთ-ერთ პოეზიის საღამოზე გამიყვანა და 70 ლარი გავაკეთე ერთი ლექსის წაკითხვაში, სოფელში, კლუბში, პედაგოგია ბებო და ...საღამო იყო რაღაც  ვინ მიცნობდა მაშინ, არ მითაკილებია.. თან უშუქობის პერიოდია, მასწავლებლებს 30 ლარი ქონდათ ხელფასი...მე 70 ლარი დგეში გავაკეთე...

მოკლედ, არ ვარ მე ხელოვანი, გამომძალველი ვარ 

- მუზას მშვენიერი ლექსები გამოსძალე...ადგილი სადაც მოდის მუზა და ყველაზე კარგად წერ...

ყველაზე კარგად ზედვაკეში ვწერდი..ახლა სამარშრუტო ტაქსებში და სულ ბოლო სკამზე, მობილურში, რა თქმა უნდა...დილით ადრე ვიღვიძებ, ძალიან მაგარი გარემოა, ცოტა ხალხი და რაღაცნაირი ნისლიანი ფონი... პირდაპირ მისწრება წერისთვის... თან უნდა ცუდ განწყობაზე ვიყო,ძირითადად ასეც მეღვიძება, ანუ მიმართლებს

- "მადმუაზელ, თქვენ პარიზში ცხოვრობთ?" ვის დაუსვი ეს კითხვა, გაიხსენე და რა გიპასუხა?

ჰო,ესეც ერთი სახალისო ისტორია. მე და ერთი ჩემი ძალიან ნიჭიერი პოეტი მეგობარი, სახელად ბექა ახალაია, ცოტა ბახუსმორეულები ვსხედვართ მარშრუტკაში, დიღმიდან მოვდივართ... გადავსებულია ტრანსპორტი..გაჩერებაზე გადაკმაზული გოგოები ამოდიან და არ ესიამოვნათ სიტუაცია...იმ პერიოდში, ასევე ერთი მეგობარი პოეტის - სანდრო დგვარელის ლექსი მქონდა აჩემებული: თქვენ ალბათ პარიზში ცხოვრობთ მადმუაზელ, ასე იწყებოდა და იმ გოგონებს ვაჯახე ეს ფრაზა... რომლებიც დიღომს იწუნებდნენ
მე მგონი, ვერ აღვწერ ახლა იმ სიტუაციას ,მაგრად კი ვიცინეთ

- თავად თუ ჩავარდნილხარ სასაცილო სიტუაციაში?

კი...სოფლიდან რომ ჩამოვედი...ხო იცი..ეგრეა..პირველად სწავლობ რუსთაველს და ვაკეს და ,,გისწორდება" მაგრად რა...ხო და ერთი გოგო მომწონდა, საერთო მეგობრები გვყავდა ... იმ მეგობრებს მაშინდელ პუშკინის უნივერსიტეტში გავაკითხეთ,ლექციებზე იყვნენ..უნივერსიტეტის ეზოში თეატრალური სარდაფია, მოგეხსენებათ, გარედან ლურჯი შუშებით..და ვეუბნები, მოდი ლექციების დამთავრებამდე კაფეში შევიდეთ და ყავა დავლიოთ, დრო გავა-თქო.....ისიც რო დამეთანხმა  უფრო სასაცილო ეგ იყო...შევაღეთ კარები და დამლაგებელი ხვეტავდა შესასვლელში, 
ანუ თეატრი კაფეს არ უნდა გავდეს, რა ჩემი ბრალი იყო

- შენი სამეგობრო წრე... როგორ მოხვდით ერთად?


ჩემი სამეგობრო წრე?
რა თქმა უნდა ბავშვობის მეგობრები... და მეგობრები, რომლებიც სტუდენტობამ შემძინა..და მეგობრები, რომლებსაც პოეზიამ გადამაჯაჭვა 
მე ვამაყობ ჩემი მეგობრებით...

- როგორც აღნიშნე, ხარ დეპრესიული,რამდენ ხანს გრძელდება შენი დეპრესიულობა?

დიდხანს არა... უფრომ საათობით გრძელდება..აი ეს საათები მყოფნის სულ იმისთვის, რომ სული მოვამწიფო პროტესტული ლექსისთვის... ადრე ვწერდი ასეთ საყვირალ ლექსებს..ახლა ,შეყვარებული ვარ, და რაღაც რბილი პოეზია მაქვს... მომწონს კიდეც ასეთი მანერა... ”აფარფატებული ლექსები" დავარქვი ამ ბოლო ლექსებს სულ სხვა გიო ვარ, ანუ აღარ ვიღრინები ძაღლივით.

ვიცი, რომ შეყვარებული ხარ ყურებამდე,როდის აპირებ დაქორწინებას?

ოოო, დაიძაბაააა 
ის რომ შეყვარებული ვარ ყურებამდე, გეთანხმები... როცა დაქორწინებას დავაპირებ, აუცილებლად, აი, ნახავთ თუ არა, აუცილებლად გაგებინებთ, ასე რომ... ბევრი ხალხი რომ არ დაგვადგეს,გავასაიდუმლოთ, კაი?

- ”მი,ალბატ წუხელ შობას ელოდი"..."თავი მიკროავტობუსის მინაზე..." და კიდევ ბევრი მიძღვნილი ლექსი, შენ შეარქვი მიმი? და თავად რომელი ლექსი უფრო მოგწონს, რაც მისთვის შეგიქმნია?
არ ვიცი, აი მართლა მიჭირს გამოყოფა.. ალბათ პირველი ლექსი უფრო, ასე ქვია ,,იცით, ის პატარა გოგოა"... ძალიან ერთი ამოსუნთქვით დაწერილი,ძალიან უბრალო და ძალიან ემოციური ლექსია...

მიმი მე არ დამირქმევია, მისი ერთ-ერთი ნიკი იყო  ლიტერატურულ საიტზე და ... შემიყვარდა ეგ სახელი, უხდება მის ხასიათს...

- ერთ შენს მეგობარს, მთაწმინდაზე ყოფნისას, გალაკტიონი დაუდგა თვალწინ,შენ თუ გაქვს მსგავსი ხილვები დიდ პოეტებზე? 

არ გამიმხილო იმ მეგობრის სახელი და გვარი...ვინერვიულებ! არა, რას ამბობ, საერთოდ მე არ მიყვარს ასე ლაპარაკი დიდი პოეტი და საშუალო და ა. შ.
პოეზიაა მაინც განწყობაა და ზოგჯერ ჩემი უსახელო პოეტი მეგობრის ლექსი მთელ გენიალურ ნაწერებს აბიჯებს... ასე რომ...
მე არ მემუქრება ეგ საფრთხე

- კუთხე, სადაც ისურვებდი ლექსების საღამოს ჩატარებას...

პოეზიის საღამოს ჩატარება? მოიცა, ალბათ თბილისი ისევ, არამგონია სადმე ამაზე უკეთ მოგინდეს ლექსი, ვიდრე აქ, ეს ჩემი მეორე და გამშობლიურებული ქალაქია...თბილისის ქუჩებზე ვაფრენ...ქუჩებში ვწერ...

ყველაზე დიდი მიღწევა რა შეიძლება გქონდეს?

ყველაზე მაგარი მიღწევა ალბათ სახელია,რომელიც დარჩება და რომელსაც მოეფერებიან... მე მინდა ასე იყოს, არ რცხვენოდეთ ჩემს გამო... მე მინდა ვუყვარდე ხალხს... მე მინდა რაღაცას ვაკეთებდე ვიღაცისთვის...



15.02.2010 წ.

??????