ცანავა მიმოზა
გაზიარება

ვიცოდი ექსკლიუზივი

უშენოდ სიცოცხლე არ მსურდა,
უშენოდ დარდებით ვიწვოდი,
რომ ასე მომკლავდა სიშორე,
ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი.
და მაინც ძლიერად გეტრფოდი
და მაინც მზეს შენ გადარებდი,
სათუთად გივლიდი ამ გულით,
მათრობდა ველური თვალები.
არ ვიცი რამდენად გაიგე
ეგ ჩემი ტანჯვა და ვარამი,
უშენოდ სიცოცხლე არ მსურდა,
შენს გარდა არ მწამდა არავინ!
გიქსოვდი ფერების ხალიჩას,
ვქარგავდი ბარათებს ლექსებად,
გიხსენებ იმ ლამაზ დღეებით,
თვალები ცრემლებით მევსება.
იქნება ტყუილად დაგწამე
ღალატი უნდო და ვერაგი,
ეჭვების ხლართებში გავები,
შენს გარდა მიშველის ვერავინ!
უშენოდ სიცოცხლე არ მსურდა,
უშენოდ დარდებით ვიწვოდი,
რომ ასე მომკლავდი სიშორით,
ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი.

??????