მეტრეველი მერაბ
გაზიარება

*** "რა დავარქვა მზის ამ ღიმილს" ექსკლიუზივი

რა დავარქვა მზის ამ ღიმილს,
ამ სიხარულს, არ ვიცი,
ნუთუ ისევ ყოველივეს
ძველებურად განვიცდი.
შენ ჩემს სულში ისე ცისფერ
შუქად შემოანათე,
ვეღარ ვმალავ, რასაც მხოლოდ
გულში უნდა ვმალავდე.
ჩავლილია სიყმაწვილის
ის დღეები მზიანი,
მაგრამ თურმე ყველაფერი
ჯერ არ არის გვიანი.
თურმე ჩუმად ისევ ვიწვი
ტრფობის ნაკვერჩხალითა,
რომ მეგონა სიყვარული
სამუდამოდ წავიდა.

??????