ხორნაული ვაჟა
გაზიარება

ღმერთმა როგორიც მომქსოვა ექსკლიუზივი

არ მინდა, ვიქცე ფრინველად,
არც _ ნისლად, არცა _ წვიმად.
ღმერთმა როგორიც მომქსოვა,
დავრჩები ისევ იმადა,
წყლულზე მალამოს დაგადებ,
სანთელს აგინთებ ხშირადა,
ჭირი თუ არ მოგაშორე,
არც გაგიხდები ჭირადა,
ერთხელაც არ გათქმევინებ,
ვინ მყოლიაო შვილადა...
და, ბოლოს, იმ ქვეყანაში
გადავალ მზიან ჩრდილადა.

??????