მჭედლური დავით
გაზიარება

ცრემლიდან გასვლა ექსკლიუზივი

აღარ ვოცნებობ მშობლიურ წყლებზე,
ვეღარ დამდაღოს აპრილის ცრემლმა.
იმ დღიდან, როცა ზეცას ავხედე,
თითქოს სამყაროს ცრემლებში ვწევარ.
უნდა მიენდოს რაიმე უცხოს,
სხვა რა უნდა ქნას ობოლმა ბავშვმა,
და იმის შემდეგ სენივით მტანჯავს
მარადი ჭმუნვა და თავბრუდასხმა.
მეგონა, ვივლი ეული სოფლად.
ვფიქრობდი, ქვეყნის ტალახი შემსვრის,
მან არ ინება ჩემი დათმობა
და დღემდე ვცხოვრობ სამყაროს ცრემლში.
მაგრამ როდემდე? მეტყვიან, ალბათ
(ვინ შეინახავს ბოლომდე ობოლს),
_ ადექი, გასწი ბნელეთის გზებით,
უცხო ცრემლში და კალთაში მყოფო!
უკვე იწყება კიდეც ახალი
ყოფნა, იელვა მეორე გარსმა,
ვინ გამომიყვანს მლაშე ცრემლიდან,
ახალ სამყაროს ქარებში დამსვამს?!

??????