შონია ჯემალ
გაზიარება

ენძელები ღრუბელზე ექსკლიუზივი

აი, ფანტელებს, უკვე დაღლილებს,
მიწაზე ცრემლად ქცევა მოუნდათ;
ამიერიდან თოვლს ვინ გვახილვებს,
ანდა ქარბუქებს, თოვლთან მოუბართ...
თბილი ნიავის მინდა შეჩვევა
და შენც, სავალო, არ მეძნელები...
ღრუბლის ფერდობებს შუქი ეცემა
და ამოდიან ზედ ენძელები.

??????