გიხარია, რომ ხარ ოფლით
სავსე მიწის მძევალი,
ხელთ გიჭირავს ძლევის თოხი,
თოხის ტარზე მზე არის.
გაჩენილხარ შენი უფლის
უერთგულეს შეგირდად,
ხელთ გიჭირავს ძლევის შუბი,
შუბის ტარზე მზე გიდგას.
შეეწირო შენს გზას თუნდაც, _
მზეა შენი ქომაგი,
მზის სიმაღლეს რადგან მუდამ
თოხით, შუბით ზომავდი.