ბარამიძე ილია
გაზიარება

დედა და დედა ექსკლიუზივი

დედა და დედა
გამოვეთხოვე და მიწას ვანდე,
ხელებს, რომლებიც პაწიას მბანდნენ.
მათი პატრონი ონავარ ყმაწვილს,
`დედა ენას~ რომ მიშლიდა თვალწინ,
ასე მაცნობდა სანათესაოდ _
ორი დედა გყავს: მე და ესაო.
ორი საწყისი ჩემი კაცობის
დამდევდა ქვეყნის კიდითი კიდე.
დღეს ორი დედის ძუძუნაწოვი
პირველი დედის საფლავთან ვიდექ.
იქ მიიცრემლა ცივმა სამარემ
გამრჯე ხელები, სათნო ჭაღარა.
დავრჩი მეორე დედის ამარა,
პირველმა დედამ რომ შემაყვარა.

??????