ბარამიძე ილია
გაზიარება

მთვარის ღიმილი ექსკლიუზივი

წუხანდელ მთვარეს დილასისხამზე
ვიხსენებ. სავსე სახე უჩანდა.
ასეთი მთვარე და ისიც ღამით
ვინ გამოუშვა გარეთ უჩადროდ!
და ამ დროს გული როგორ გაგიძლებს.
_ შემოდი! _ ვთხოვე მსგავსად მავანთა,
მაგრამ წავიდა ჩემი ღამის მზე,
მხოლოდ ღიმილი შემომანათა.
ახლა, იმ ერთი ღიმილის გამო,
ყოფნაზე ერთი ყოფნით მეტი ვარ.
ალიონია მართლაც საამო,
ლამაზი ქალის კომპლიმენტივით.

??????