ჯაჭვლიანი ბორენა
გაზიარება

წერილი ექსკლიუზივი

მე მოგწერ: როცა ზამთარი მობრუნდება
და მკვდარი ხეები თოვლისგან გშობენ...
ფიფქებად, ცრემლებად და თოვლის გუნდებად _
მიუხვალ დეკემბერს, დაკარგულ მშობელს.
მე მოგწერ: წინდები მაინც რომ წაგეღო,
ქუდი ან ხელთათმანი, კაშნე ან ჯემპრი...
რა ცივი ზამთარია, ცას უბე გაერღვა
და მოდის ფიფქებად... `ნეტა რას შვრები...”
მე მოგწერ: სიყვარულს კვლავ ნუღარ
დაუჯერებ,
არა ღირს... თოვლია...
ცრემლია ფარად...
მშვიდობით, სამხრეთის ქარებმა დაუბერეს...
მშვიდობით... მშვიდობით...
მშვიდობით მარად.

??????