ჭუმბურიძე დოდო
გაზიარება

ქალებო ექსკლიუზივი

ქალებო _
კაცებს ღვინო ასვით და
პური და მარილი მიუტანეთ,
კაცებს ალოცვინეთ კაცი და
გული სამსხვერპლოზე მიუტანეთ,
კაცები თბილ ბურანში აცურეთ და
სივრცის ბედ-იღბალი აწერინეთ,
კაცებს ათქმევინეთ კაცური და
დიდი ტვირთი უხმოდ აწევინეთ...
კაცები გრძელ გზებზე გაუშვით და
ბავშვები სულით დაუპურეთ,
კაცებს გაუთბეთ სიცოცხლე და
ოცნება სიყვარულით დაუბრუნეთ.
კერიის კვამლში ლოცვები იჩურჩულეთ
ნიადაგ,
პატარა შეცდომებს მოკვდავნი
ისედაც ცოდვებად თვლიან და _
პატარა შეცდომები კაცებს მიუტევეთ,
კაცებს ღვინო ასვით და
პური და მარილი მიუტანეთ _ ქალებო!

??????