ჭუმბურიძე დოდო
გაზიარება

ძველი ციხე ექსკლიუზივი

ლიბომორღვეულო ციხევ, _
მაინც ვეჭიდები ლოდებს,
თითქოს მტერი ახლა გიღებს,
ქონგურებით ისე ჰგოდებ.
ისე მშვენიერი ჩანხარ,
შენი ვაჟკაცობით ვტკბები,
დრო და ჟამი ვერ დაგმარხავს,
ხსოვნის გზას არ გაუდგები.
ლიბომორღვეულო ციხევ,
ერთხელ ისევ აშენდები,
მუდამ მომავლისკენ ივლი,
არასოდეს გაჩერდები...

??????