ჭუმბურიძე დოდო
გაზიარება

*** "მახსოვს" ექსკლიუზივი

მახსოვს _ რკვიის სადგურში
ძველი მატარებელი:
`ქუთაისი-საჩხერე”,
ჩიტი ხტოდა ამ გულში,
როცა ტყისპირ ედემი
დაკიდებდა ჩანჩქერებს.
ის სადგური პატარა,
მაყვლითა და ატამით
და ტყეებით ბებერით
მორიგე რომ აზარებს,
ღმერთო, კიდევ მაჩვენე,
ღმერთო, კიდევ მამგზავრე
ძველი მატარებელით _
`ქუთაისი-საჩხერე”.

??????