ჭყოიძე მთვარისა
გაზიარება

პაემანი ყვავილებთან ექსკლიუზივი

მინდორს ვიყავ ყვავილებთან
და მათრობდა სურნელება,
გავიქეცი, გამომიდგნენ,
გზა დაკარგეს სულელებმა.
დავემალე ორღობეში,
ვეღარ მომკრეს ვერსად თვალი,
თუ მიპოვეს მერე ნახეთ,
მერე ნახეთ ჩემი ბრალი.
გაცხარებით დამეძებენ
ყვავილები ნაირფერი,
ისე ძლიერ შემიყვარეს,
დაივიწყეს ყველაფერი.
დავემალე, მაინც მნახეს,
მათ სახლამდე მდიეს, მდიეს,
და ის ღამე ლამაზებმა
ჩემს ოთახში გაათიეს.

??????