ჭყოიძე მთვარისა
გაზიარება

რასაც ვინატრებ ექსკლიუზივი

საიდან მოდის ღრუბელი თეთრი
ანდა ეს მთვარე საით ინათებს?
მხოლოდ შენა ხარ ის ერთადერთი,
ვისაც ვეტრფი და ვისაც ვინატრებ.
როდესაც შენკენ წამოვა მთვარე,
მეც გამოვყვები, როგორც ორეულს,
მოვეფერები მის ნაფეხურებს,
დაგიახლოვებ ასე შორეულს.
მერე წავიდეთ და სიყვარულით
შევაღოთ ზეცის ნათელი კარი,
დე, მთვარე იყოს ჩვენი მეგზური
და წინ გვიძღოდეს აშარი ქარი.

??????