მღვიმევის მონასტერი ექსკლიუზივი
ვტირი, მშვიდობას ღმერთს ვევედრები...
შენც დაჭრილი ხარ, სისხლი გდის თითქოს
და მიმოწნული ორნამენტები
ერთგული ხელის შეხებას ითხოვს...
ნაზად გიკოცნი მტრედისფერ კედლებს,
სულ მახსოვხარ და სულ მენატრები,
ვარ მოხიბლული, სულის სიღრმემდე,
უსათნოესი შენი ხატებით....
წმინდა გიორგი და ღვთისმშობელი
გვაიმედებენ იდუმალ მზერით
და მე იმ ნათელ დღეებს მოველი,
ქარს რომ გაჰყვება ჯანღი და მტვერი,
რომ ჩაიმუხლებს ავგული მტერი,
რომ გადარჩება ქართული გენი
და კვლავ იმღერებს "მრავალჟამიერს",
მკვდრეთით აღმდგარი მამული ჩვენი...