ჯაჯანიძე პეტრე
გაზიარება

იმერეთში ექსკლიუზივი

იმერეთში წყევლით გამკოს უნდა,
ჭიშკართან რომ დაგინახავს გლეხი,
მოთრეულა ვიღაც მაჯლაჯუნა,
უი, შენ კი გაგხმობია ფეხი.
მერე უცებ ცვლა სახეზე ფერთა,
ვარდი ფურცლად ეფინება ბაგეს,
`ბეჩა, შენ კი გაგახაროს ღმერთმა,
ჩემს ბაკეში მოსული რომ გნახე~.
გეგებება, თავს მანდილი შვენის,
წინსაფარზე ცომიან ხელს იწმენდს,
დაგამშვიდებს გამოხედვა შველის,
გულს და ჭიშკარს სიხარულით გიღებს.
მიგიღებენ ვით არწივის მართვეს,
წესი არის ჩვენს კუთხეში ოდით,
მასპინძელი მარჯვენას რომ გართმევს,
მარცხენიდან ხაჭაპური მოდის.

??????