მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან)
გაზიარება

*** "უფალი ყოველს მოგვკითხავს ტალანტს" ექსკლიუზივი

უფალი ყოველს მოგვკითხავს ტალანტს _
ვის რა შეგვეძლო და რა შევძელით...
იქ არ შეხვდები შურსა და ღალატს,
სადაც სიცოცხლე არის დღეგრძელი.
ბედნიერი ხარ თუ გადაურჩი
ამაოების დამღუპველ ჭიდილს,
თუ მოჩვენებითს, სამართლად ურჩი,
წარმავალობის აჩრდილად სთვლიდი.
შენ მარადიულს ელტვოდი მარად,
გკლავდა წყურვილი უცხოთ მიგნების,
ცად კითხულობდი ვარსკვლავთა ბარათს
და საიდუმლოს ზეცის წიგნების.
აწ, უშფოთველად, იყავი წყნარად,
შენი საუნჯე შენთან იქნების...
შეგიწყნარებენ სამოთხის კარად,
სად მზის ყვავილად გადაირგვები.

??????