მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან)
გაზიარება

ღვთივკურთხეულო ვენახო ექსკლიუზივი

უშენოდ ყოფნა მეშინის,
ვკოცნი შენს წმინდა ჭრილობას,
მეამაყება მე შენი
ლამაზი დედა-შვილობა.
შენი ცისკრების ჭირიმე,
ღვთის წინ მავალო მართლადა,
როს დამიდგება ჯერი მე,
დაგადნე წმიდა სანთლადა.
სიცოცხლე შენით იწყება,
თვით უკვდავებაც შენა ხარ, _
სიკვდილის გადავიწყებავ,
ღვთივკურთხეულო ვენახო.
იკურთხოს შენი ცა-მიწა,
ყველა ყვავილი, ყველა ხე...
ცრემლი გაშოროს უფალმა,
სულ სიხარულში გვენახე.

??????