მოლაშხია ზაურ
გაზიარება

მაფორიაქებს... ექსკლიუზივი

მაფორიაქებს ლაჟვარდების უტყვი სიშორე,
როცა ღრუბელი ეძალება ცას ან საწიერს...
შენ, ნათლიერო, ახალ დღეებს უდირიჟორე,
ქურუხა ფერი ფარდასავით კვლავ გადასწიე.
კვლავ მოუოხე დახშულ გულს და მტკივან ღიმილებს,
ვის უნდა ახლა გამხელილი განცდა-წამება?
მარტვილთა სულებს დრო ლურჯფერად მიალივლივებს
მარადისობის მშვიდ უბეში დასავანებლად.

??????