გაბიტაშვილი უშანგი
გაზიარება

ლეონიდ ანდრეევი ექსკლიუზივი

განა დამალულია,
ანდა არ არსებობს _ მეორე?..
მას შენთან უნდა,
თორემ რწმენას შეებრძოლება,
რომ მისი გწამდეს, მისი არსებობის,
სისტემის,
ამით მოაკლდება ტანჯვას და ყოფნას
და მზად იქნება _ სხვაზე ადრეც კი ამაღლდეს,
როგორც დაგუბებული ჰაერი _
უვარგისი და სულისშემხუთველი.
ვინმე თუკი მიეხმარება, წავა და
ღრუბლის კალთაზე დაიწყებს ანცობას,
სადაც არც აზრია და არც სულიერი.
ასე გადაჰკარგავს მას შემწეობა.
გჯეროდეს კი, რომ ის არსებობს და ასეთია,
რადგან შენთვის მოვიდა არსაიდან,
რომ დაგაეჭვოს
მისმა ჟღალმა საქმეებმა და ყოფნამ.
დადიხარ მისი სხეულის უდაბნოზე
და მისი ხითხითი მასში
შენი ნაკვალევის ღიტინია...
აპატიე, მიეხმარე, მას უჭირს.
შენი ფეხის ფრჩხილები მას ესობიან,
ვინ მიეხმარება, ოაზისად რომ გადაიქცეს?
ეჭვს კი არ მოგაწვდის _წყაროსა და საკვებს.
ახლა კი _ პურიც რომ ჰქონდეს, ეშინია _
არ გამოართმევ.
ის პირველყოფილი სინდისია, ნაბოლარა ძმა,
რომელიც შეაშინა უფროსის თავდაჯერებამ,
არაფრისაგან აღტკინებამ.
ძლიერი გახადა იგი თავისმა მორჩილმა
გაკვირვებამ.
გაიგო, ტვირთი რომ უნდა ეზიდა.
რასაც ვერ შეიცნობდი სრულყოფილების
სიამაყისაგან, _
მას შეაცნობინა დაჩაგრულმა მაჩანჩალობამ.
შენ ამრეზით იტანდი,
მან კი მიიღო მანკიერებათა მცოდნე.
შენი შეზღუდული სიხარული მას ახარებდა
და მოსწონდა მისი სევდიანი ჩაკირკიტებაც
შენს ნაკლულობაზე...
და გითხრა: მას ვინ მიეხმაროს
მის მძიმე ხვედრში?

??????