ჩიხლაძე დავით
გაზიარება

მარგო კორაბლიოვას თეატრი 

ეს ჩინური სამზარეულო მოლუსკებით და ბრინჯით
იძულებულს მხდის, მიყვარდეს ისევ ვიღაც უცნობები
ძველი აკვარელებიდან, რომლებიც უკვე დიდი ხანია
ყველას დაავიწყდა; რისი გახსენებაც აუტანელ ტკივლს
გამოიწვევდა, რომ არა ეს ჩინური სიზმარი – დახატული
ლარნაკზე ან პატარა ჩარჩოში. შენს მეგობარს აქვს
ლამაზი ყვითელი შლეიფი და ჰაერის დრაკონის უნაზესი
თვალები. შენ პატარა ნაძვი გიჭირავს ხელისგულზე
და მიკვირს, რა შუაშია ეს უცნაური სიმბოლო
მატყუარა ხალხის, აქ, ამ შუაგულ ჩინეთში,
სადაც ვიღაც უცნობები გჩუქნიან ძალზე გასაგებ და
გამოსადეგ ნივთებს, სავარცხელს, ღვინოს, ან
მძივის ფერად მარცვლებს, სურათებს,
რომლებზეც მერე იფიქრებ, რომ საღაც იპოვნე.

??????