ლანდების დარბაზი ექსკლიუზივი
(ნაწყვეტი)
სცენა...
ცრემლები ჩამომდის ღვარად,
ვტირი, უაზროდ ვიწყებ ბორიალს...
არა, ბატონო, არა და არა..!@ _
ეგ ჩემთვის მეტად დიდი როლია.
ცოტა ხმამაღლა, არ ისმის, რა სთქვი?!
ეს გრიგალებიც ზღვებს არყევს ძლიერ
და მაინც ჰფიქრობ _ გვირგვინი დაფნის
შუბლს მომილბობს და შემიცვლის იერს.
არც მოლოდინი ცით რისხვის მზარავს
და არც მსოფლიო შიში მაქვს წარღვნის,
არა, ბატონო, არა და არა,
მაგ როლზე ჩემი მოცდენა არ ღირს.
ვაცხადებ უარს, დღეებს მოავდრეთ
კვალში ვუდგევარ, ზათქით მივგრგვინავ.
თქვენ ვისაც გინდათ იმას მოარგეთ
ეგ სისხლიანი დაფნის გვირგვინი...
და სისხლიანი ეგ ველი ბრძოლის
მეც ბევრჯერ ვლოკე, არ ვამბობ უარს...
მაგრამ, ო, არა ეგ დიდი როლი
თქვენ ითამაშეთ, იოლი თუა.
ამ თამაშიდან გავიდე უნდა,
სიმართლე გითხრათ, კიდეც ვიღლები...
მე დამიბრუნეთ ეგ ჩემი გუდა
თქვენ დაიბრუნეთ თქვენი ნიღბები...
სცენა_
ცრემლები ჩამომდის ღვარად,
ვტირი, უაზროდ ვიწყებ ბორიალს.
არა, ბატონო! არა და არა!
ეგ ჩემთვის მეტად მძიმე როლია.