ხარხელაური ტარიელ
გაზიარება

*** "გაიცრიცება საღამოს ბინდი" ექსკლიუზივი

გაიცრიცება საღამოს ბინდი,
ვიცი,
ამ დილით უნდა მოთოვლოს,
ვიცი,
ჩემი გზა საითაც მიდის,
შენ საით წახვალ,
ხმელო ფოთოლო!
ამოვარდნილა ქარი ძლიერი,
ო, როგორ ცდილობს, რომ ამათრთოლოს.
და შენზე ამით ვარ ბედნიერი,
რომ ქარს არ ავდევ,
ხმელო ფოთოლო.
ლეგა ხეობებს გრიგალი სჭვალავს,
მთა დუმს,
ამ დილით უნდა მოთოვლოს,
ვიცი, ჩემი გზა საითაც წავა,
შენ სადღა წახვალ,
ხმელო ფოთოლო!..

??????