ჯაჭვაძე იზა
გაზიარება

*** "გადადიოდნენ იმ მთაზე როცა" ექსკლიუზივი

გადადიოდნენ იმ მთაზე როცა,
ნელი ბაკუნით თეთრი ფარები,
ჩამოჟამული მთა გაიკროცა
უნდო, პირქუში, მიუკარები.
მზეს ამოევსო ფარსმის ხეობა,
იწვნენ ცხვრებივით თეთრი ლოდები,
კარს მომდგარიყო თუშთა დღეობა
დოღმოწყურებულ მწვანე კორდებით.
შენი მთის სუნთქვას სიმღერა ჰქვია,
დაგადნობს როგორც ვაჟაის კოცნა,
შენაქოს მხრიდან მოჰყვება ნიავს
ცად მოქანავე კოშკების ლოცვა.

??????