ფხოველი ჯარჯი
გაზიარება

დილის არაყი ექსკლიუზივი

ლექსს ჩაუჯდები (დილის არაყს) ჩამხრჩვალ
ლოთივით,
და ჩანხარ ისე, ბნელში კაცი რო
სიყვარულს ძერწავს და აცოცხლებს
მარმარილოთი...
დაიბრჭყალები ცეცხლით, ქვაცივო!
ხედავ: მიწისპირს, სადაც შენი ჯავრი მოკრიფე,
დრო დასწოლია, დანაფეთები:
საფლავის ლოდებს და სიკვდილის
იეროგლიფებს,
ზედ რომ აცხია სისხლის წვეთები...
ცად აიწურა სიტყვის ლანდი, შენით დაღლილი,
და, სანამ იგი მზემდე არ ავა,
კვალდაკვალ მოსდევ შენ ქსანტიპეს ერთგულ
ძაღლივით,
აეტოტები ღამის გალავანს...

??????