შალაშვილი ცირა
გაზიარება

თავისუფლების ქუჩაზე ექსკლიუზივი

თავისუფლების ქუჩაზე
სიარულს მიშლის ქმარი,
ისე ღელავენ ტყემლები,
ისე ჩურჩულებს ქარი _
ათასგზის მიწამიყრილი
გამორბის ჩემგან ქალი, –
მისდევს ყვავილთა ფურცლობას,
მიჰყვება თეთრი ჯარი,წკრიალებს ყველა სამრეკლო,
იხსნება ცხრავე ცანი...
აქ ყველა ცალის ცალია,
არავინ რჩება ცალი _
აღმა მიღელავს – ცისაკენ
ყველა მდინარის წყალი...
თავისუფლების ქუჩაზე
სიარულს მიშლის ქმარი.

??????