აჯიაშვილი ჯემალ
გაზიარება

*** "ის მიიცვალა" ექსკლიუზივი

ის მიიცვალა, _ ჩამოეშვა ფარდა მშვენების,
ბნელს შეენივთა ბალდახინი მოჩარდახული,
ატყდა შეჯიბრი პოეტური აღმაფრენების
და ცრემლიანი სასმისების ყალბი ჯახუნი,
როტვა ენების _ უსამართლო მზის დაბნელების,
მკვდრის განდიდება _ უსაზომო და არნახული
და შეჰყურებდა თვალთმაქცობის ნაცნობ ბენეფისს
ნაღვლიანი და უილაჯო ჩვენი ხახული.
და ვარსკვლავეთის მგლოვიარე კატეხიზმოდან
მიცვალებულის დაბნეული ხმები ისმოდა:
ის გაქცეოდა სამარცხვინო გამათხოვრებას
და _ სივრცეების განახლებულ წელთაღრიცხვებთან _
ეგებებოდა სიჩუმეში ახალ ცხოვრებას
და ხვალინდელი შეხვედრისთვის ზრუნვას იწყებდა...

??????