აჯიაშვილი ჯემალ
გაზიარება

*** "დამღალა ჩემმა უსაშველო მარტოსულობამ" ექსკლიუზივი

დამღალა ჩემმა უსაშველო მარტოსულობამ:
მომბეზრდა ფუყე შემართება, ცეცხლის შენთება,
ძველ ნასახლარზე დავიწყების კოშკი შენდება, _
დამღალა ჩემმა უსაშველო მარტოსულობამ.
მიბღვერს სიბერე _ თეთრი დათვი, _ თათებს ვულოკავ,
მოვა ბავშვობა _ ნაცნობ ეზოდ, ნაცნობ ჩელტებად,
მიცნობს წამიერ, თვალებს დახრის და შეჩერდება, _
დამღალა ჩემმა უსაშველო მარტოსულობამ...გზას გასცქერს მწირი _ უპოვარი, ღარიბ-ღატაკი,
მიმწუხრის კართან გადმოდგება ვიღაც ქადაგი
და წარსულ დღეებს მოგონებით მოაფერვალებს.
მადლობა უფალს, შემოდგომას მაინც ვეღირსე:
უჩუმრად ვდგავარ განშორების უღელტეხილზე
და კრთომით გავცქერ დათოვლილი მთების მწვერვალებს...

??????