აჯიაშვილი ჯემალ
გაზიარება

*** "ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან" ექსკლიუზივი

ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან
რაღაც ხუთი თუ ექვსიოდე წელი გავიდა,
მაგრამ უეცრად სამყაროში გაჩნდა ნაპრალი _
ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან;
სამკლად სხვა მინდვრებს სთავაზობენ ნადს თუ მამითადს,
სულ სხვა ჯიში და მოდგმა მოდის _ დედით, მამითაც
და სხვა მზით ცრუობს შემოდგომის დღე შესაბრალი _
ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან;
მალე გახვალ და გამოღმიდან გაღმა გამიტან _
ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან;
სხვა დღე იბარტყებს, სხვანაირი მზით და ბარტყებით _
იჭვით, იმედით, წარღვნის წყლებით და ცისარტყელით, _
ეს ჩამჩურჩულა მომაკვდავმა ჩემმა მამიდამ _
ოცდამეერთე საუკუნის დასაბამიდან...

??????