ჯაფარაშვილი ლალი
გაზიარება

ბავშვებს 

მრეშმა წაშალა სულის საგზალი,
ცის ბილიკით რომ მოჰქონდა ნიავს
და ახლა, ყველგან, დღისით თუ ღამით
მხოლოდღა ქვენა ქარები ქრიან!..
ვინ გადამალა კრიალა ზეცა,
სიმაღლის ნატვრა, სიშორის ხიბლი?..
ურჩხული საშიშ საცეცებს კეცავს
და შორიახლო მაცდურად გვივლის!..
_ ვერ შეგატოვებთ ამღვრეულ ღვარებს,
დაბოლილ ფიქრებს, უაზრო მზერას...
_ ბავშვებო, ჩქარა გამოდით გარეთ,_
ცის მოსაძებნად მიმყავხართ ყველა!

??????