ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

ჩემი პირველი მეტაფორა ექსკლიუზივი

ჯერაც სულ ბავშვმა
მზე აღდგომის კვერცხს შევადარე,
პწკარს მიჰყვა პწკარი–
მოფათქუნე ფრთებივით მერცხლის...

ღამით კი, როგორც მეტაფორა,
ელავდა მთვარე–
ნაჭუჭგაცლილი აღდგომის კვერცხი... 

??????