ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

ცოლის დღიურიდან 

ახლა ვფიქრობ და არ მახსენდება პირველად როდის გაგითავისე...
იქნებ მაშინ როდესაც ჩემს გულში, ჩუმად გამოგიგონე...?
არა...
ალბათ მაშინ როცა პირველად მკითხე – “ვისი ხარ ქალო?”
ან იქნებ მაშინ, როცა შენი სითბო ვიგრძენი და უფრო შენსკენ მოვიჩოჩე...
ან მაშინ, როდესაც ვიგრძენი შენი სიახლოვე და ჩაგეხუტე...
იქნებ მაშინ, როცა პირველად მაკოცე და რაღაც მიჩურჩულე, რაც არ გამიგონია...
შეიძლება მაშინ როდესაც გავაცნობიერე რომ სვეტიცხოველში შენს გვერდით ვიდექი... არა, ალბათ უფრო მანამდე...
არ ვიცი არა...
მხოლოდ ის ვიცი რომ ჩემი ხარ, ყველაზე ჩემი...
მიწიდან მზემდე...
მხოლოდ ის ვიცი რომ ღამით შენი მშვიდი სუნთქვა მაძინებს და დილით შენი თბილი დილამშვიდობისა მაღვიძებს...
მხოლოდ ის ვიცი რომ შვიდი საათის მერე ფანჯარასთან ვდგავარ...
შემიყვარდა პარასკევი დღე და შემძულდა ღამით რომ გირეკავენ...
ისიც ვიცი, იქ რომ არ ყოფილიყავი, ალბათ მოვკვდებოდი და ჩემი პატარა გოგოს დაბადება უკანასკნელი იქნებოდა რასაც ვიხილავდი...
ყოველთვის როცა მიჭირს მაძლიერებ და მავსებ...
ყოველთვის მახსოვს შენი სიტყვები: “მხოლოდ შენ, მერე სხვა დანარჩენი...”
ვიცი რომ ჩემი ცხოვრება შენი ცხოვრებაა და პირიქით...
კარგად ვიცი, როცა ვჯუჯღუნებ, მაინც გიყვარვარ...
ვიცი რომ ჩემს ნახევარს შენი სუნი ასდის...
ვიცი (შენც იცი) რომ ბევრი შვილი მინდა...
ვიცი რომ უფალი ჩვენთანაა... 

??????