* * * კი არ ვგიჟდები, ამ ზაფხულმა დამღალა უფრო (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
დღე დაკარგულა, სანამ ძებნე პერანგი თალხი.
მალე მოვიდეს, გადაფაროს ზამთარმა ქუფრმა –
ჯერ ეს სიმწვანე, ქალაქები, სახლები, ხალხი.
მე სხვისი წიგნის შუაგზიდან დავიწყებ კითხვას,
ან გაუხდელად დავიძინებ, ჩამოვდებ კეფას,
დარჩენილი დრო ბრმისგან წასულ ურჩი ლეკვივით
სანამ გადაკვეთს გზას მწვანეზე. თავისუფლება -
როცა ტირანის გავიწყდება მამის სახელი,
როცა ნერწყვსაც კი გემო დაჰკრავს ხალვაზე ტკბილი,
და თუმცა ტვინი ცხვრის რქასავით გადაგრეხილა,
ლურჯ თვალებს მაინც არ მოსწყდებათ ცრემლი წუხილის.