ბროდსკი იოსიფ
გაზიარება

ოდისევსი ტელემაქეს (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)  

ჩემო ტელემაქ, ტროას ომი დასრულდა უკვე. 
თუმცა არ მახსოვს ვინ დამარცხდა, ვინ გაიმარჯვა. 
ალბათ ბერძნებმა: იცი, მხოლოდ მათ შეუძლიათ 
დაყარონ ასე უპატრონოდ  ამდენი გვამი... 
და მაინც უკან, შინისაკენ მიმავალი გზა 
აღმოჩნდა გრძელი უსაშველოდ, დაუსრულებლად, 
სანამ ჩვენ ვკარგეთ ასე უქმად უამრავი დრო, 
სივრცე გაჭიმა თითქოს მაშინ პოსეიდონმა. 
მე აღარ ვიცი, ახლა სად ვარ, რა ხდება ირგვლივ. 
ეს კუნძულია მგონი რაღაც ასე ბინძური - 
ბუჩქი, ხეები, შენობები, ღორების ხვნეშა, 
გადაბარდული ბაღი, ვიღაც დედოფალიც კი, 
ყველგან ბალახი, ლოდები და... ჩემო ტელემაქ, 
რომ მოგზაურობ ასე დიდხანს ყველა კუნძული 
ერთმანეთს ძლიერ ემსგავსება; და შენს გონებას 
სათვალავიც კი ეკარგება ტალღების თვლაში, 
და  ცრემლები სდით ჰორიზონტით შებილწულ თვალებს, 
უზარმაზარი წყლის სხეული მთლად გიხშობს სმენას. 
რითი დასრულდა აღარ მახსოვს მაშინ ის ომი, 
და ასაკიც კი დამავიწყდა უკვე მე შენი. 

ჩემო ტელემაქ, გაზრდილიყავ დიდი და კარგი. 
მხოლოდ ღმერთებმა უწყიან - თუ შევხვდებით კიდევ, 
თუმცა შენ  ახლაც აღარა ხარ ის ჩვილი ბავშვი, 
რომლის თვალწინაც ერთ დროს ხარებს ვიმორჩილებდი. 
პალამედი რომ არა, ერთად ჩვენ ვიცხოვრებდით. 
შესაძლოა, ის მართალია: ოიდიპოსის 
ვნებებისაგან უჩემობით განთავისუფლდი 
და სიზმრები გაქვს ახლა უკვე სუფთა, უმანკო. 

??????