* * * ფერფლმა თუ იცი (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
მეც ვიტყვი და წინ გავიხედავ ბეცი, უთავო:
ვერც ქარი შეძლებს და ვერც ცოცხი მიყრილი გარეთ
ეს ნაგავი და სიბინძურე დაასუფთაოს.
ჩვენ მაინც ვრჩებით მთლად დასრესილ ნამწვად უხეშად,
ნერწყვად სკამის ქვეშ, სად მზის სხივით არარა იწვის,
ჩაფლულები ვართ ნეხვში, ლაფში, სიბინძურეში,
და დღეებს ვითვლით სიმყრალეში კულტურული წრის.
არქეოლოგი ამ სიბილწის სარწყევად უკვე
პირს აღებს; მისი აღმოჩენა მოივლის მალე
ქვეყანას, როგორც პირამიდის ვერსია უკუ,
და ჩამარხული ღრმად მიწაში ვნება მხურვალე.
„მძორი!“ - იბღავლებს და წაიღებს ხელებს მუცლისკენ,
ჩვენ დაგვშორდება, ვით ჩიტს მიწა, მისი აკლება,
მძორს - ხომ მთელისგან, უჯრედისგან თავისუფლება
მიცემული აქვს - აპოთეოზს ნაწილაკების.