ბროდსკი იოსიფ
გაზიარება

* * * "სვლა და სიჩუმე" (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)  

სვლა და სიჩუმე შენს საათში ცხოვრობენ ერთად. 
წინ-წინ მიდიან, უკვე წრეებს აღარ უვლიან. 
კედლის საათში – კატაც ცხოვრობს თაგუნას გვერდით; 
ცხოვრობენ ძმურად და სხვაგვარად არც შეუძლიათ. 
ხან ირევიან, უწევთ თრთოლა, ტანჯვა, ღვრა ოფლის. 
თუმცა ეს  ჯაფა, დიდი შრომა, წვალება, ოხვრა 
შეუმჩნეველი რჩება მაინც ხმაურში სოფლის, 
სადაც ფიქრისთვის დროს არ ტოვებს წუთსაც ხარ-ძროხა. 
იქ გონებაში იწმინდება ყველა საათი, 
ნელ-ნელა ქრება ყველაფერი ურიგო, ავი. 
ზამთარში უფრო – როცა ერთად ღამეებს ათევს 
თბილ სათივეში თავმოყრილი მთელი საკლავი.

??????