ნეკერიშვილი ნაილი
გაზიარება

*** "მე დავიბადე" 

მე დავიბადე, რომ ტკივილით
შევიცნო ფერთა სახესხვაობა
და შევამჩნიო უნაზესი ხაზები ფოთლის,
რომ ცოტა-ცოტა სინაზე ყველას
ვარგუნო წილად,
გაშლილი ვიყო როგორც სუფრა
კეთილი კაცის
და ვიღვრებოდე როგორც სინათლე.

??????